მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. 11
ტელ: 0 (431) 23 46 02 (108)
ქუთაისის გაერთიანებული საქალაქო სასამართლო ამოქმედდა 2010 წლის 22 სექტემბრიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში 5 მოსამართლეა, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში-3 და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში-2.
აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლეები, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში-1, ტყიბულის მუნიციპალიტეტში-1 და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში-1.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 47 საშტატო ერთეულით.