ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

მის: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32

ტელ: 0 (431) 25 61 17 (258) (115)

www.kutaisiapp.court.gov.ge

2005 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ინსტანცია, რითაც ძირეულად შეიცვალა საოლქო სასამართლოების მოდელი. ყველა საქმეს სასამართლო განიხილავს მხოლოდ აპელაციის წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერის, ხელვაჩაურის რაიონული და ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში საშტატო ნუსხით 22 მოსამართლეა. დღეისათვის სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 6, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში - 4, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში - 6, და საგამოძიებო კოლეგიაში - 1 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 68 საშტატო ერთეულით.