ვიდეო გალერეა

2014 წლის 8 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  საქართველოს პრემიერ მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და წევრებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. პრემიერ მინისტრმა სასამართლო ხელისუფლებისადმი თავისი ღრმა პატივისცემა დაადასტურა.



2013 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეხვედრაზე მოსამართლეებისათვის სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის გარდა ასევე გადაწყდა, რომ გაიზრდება იუსტიციის საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსამართლეებს, სასამართლოს აპარატის და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ.



საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი გთავაზობთ რუბრიკა - ,,კვირის სტუმრის“, სატელევიზიო ვერსიას. რუბრიკის სტუმარი გახლავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თავმჯდომარე) მოსამართლე ლაშა კალანდაძე.



საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტი გთავაზობთ რუბრიკა - ,,კვირის სტუმრის“, სატელევიზიო ვერსიას. რუბრიკის სტუმარი გახლავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.



ვიდეო კლიპი - ,,ვინ არის მოსამართლე"



საზოგადოებრივი მაუწყებელი. საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უკრაინის უმაღლეს რადას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტი ,,ევროპული არჩევანი". თემა: სასამართლო გამჭვირვალობა.



საზოგადოებრივი მაუწყებელი. ,,ჩვენი სამართალი"