ახალი ამბები
პარლამენტისათვის წარდგენილი კანდიდატი ივლისი 17, 2020

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ იქნა ლევან თევზაძის კანდიდატურა.

კენჭისყრის შედეგები ივლისი 17, 2020

2020 წლის 17 ივლისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა ლევან თევზაძე.

კენჭისყრის პროცედურაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა.