ახალი ამბები
გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიმართვის მსურველ გამოსაცდელთა საყურადღებოდ ივნისი 9, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელებს, რომლებმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება აქვთ მიმართონ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს. შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში 10-11 ივნისს, 10:00-დან 17:00 საათამდე.