ახალი ამბები
კენჭისყრის შედეგები ივნისი 20, 2019

2019 წლის 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილი იყო 137 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა  50 კანდიდატი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ხელმძღვანელობდა. პროცესში არ მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელების კონკურსი ივლისში ჩატარდება ივნისი 20, 2019

იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაცია 21 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა ივნისი 20, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი წლის ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ გამწესდა. თითოეულ მათგანს მხარი საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა.