ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებგვერდისა და ექვსთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ ივნისი 20, 2018

საბჭოს წევრები, საერთო სასამართლოების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ინფორმაციასა და საჩივრების სტატისტიკას გაეცნენ.

I სამუშაო ჯგუფის (სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა) შეხვედრა ივნისი 20, 2018

2018 წლის 22 ივნისს 09:30 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი I სამუშაო ჯგუფის (სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა) შეხვედრა.