ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა ივნისი 18, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება დასრულდა.  საუბარია იმ  მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობაზე  2015 წლის 1 აგვისტოს გამწესდნენ და სამწლიანი ვადა ეწურებათ. 

საერთო სასამართლოებში სასამართლო მრჩევლის პროგრამა იწყება ივნისი 18, 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლო მრჩევლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამას  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი   ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველმა სამართლებრივ  საკითხებში,  მაიკლ გრანტმა და აშშ-ის საელჩოს მრჩეველმა სასამართლო რეფორმის საკითხებში, კენტ კესირბიმ  მიაწოდეს.