ახალი ამბები
ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის! მაისი 22, 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის გადაწყვეტილებით, შეიცვალა  მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა), ნაცვლად 2018 წლის 30 ივნისისა, ჩატარდება 21 ივლისს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა), ნაცვლად 7 ივლისისა, ჩატარდება 2018 წლის 28 ივლისს.

საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით კანდიდატთა რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.