ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია მაისი 17, 2018

2018 წლის 16 მაისს, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე  და საბჭოს წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მომავალი ხელმძღვანელი - ელიზაბეთ ზენტოსი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ტომ მორისი და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი - რუსუდან ტაბატაძე.