ახალი ამბები
საჯარო კონფერენცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ აპრილი 4, 2018

2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს იუსტიციის საბჭომ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა უმასპინძლეს საჯარო კონფერენციას თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“, რომელიც გაიმართა  პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.