ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტთან მარტი 6, 2018

6 მარტს, სასტუმრო იოტაში, USAID-PROLoG-ის ორგანიზებით, მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შემნქილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას USAID-PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანა დოლიძე „ქალი ლიდერების 21-ე საერთაშორისო კონფერენციაში“ მიიღებს მონაწილეობას მარტი 6, 2018

ანა დოლიძე დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში „ქალი ლიდერების 21-ე საერთაშორისო კონფერენციაში“ მიიღებს მონაწილეობას, სადაც სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს ქალ ლიდერებთან.

 

დამტკიცდა მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი მარტი 6, 2018

2018 წლის 5 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.