ახალი ამბები
2018 წლის 26 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მარტი 23, 2018

2018 წლის 26 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია მარტი 23, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დემოკრატიის საკითხებზე (GR-DEM) ევროპის საბჭოში ლიტვის, ბელგიის, გერმანიის, უნგრეთის, ლატვიის, ნორვეგიის, შვედეთის და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლების შემადგენლობით. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და წევრებმა უმასპინძლეს.  

7 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა მარტი 23, 2018

2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტის შესაბამისად.

ანონსი მარტი 23, 2018

2018 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია.