ახალი ამბები
„ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში“ - ამ თემაზე დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ნოემბერი 5, 2018

სასამართლო სისტემაში ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს.