ახალი ამბები
მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ ოქტომბერი 5, 2018

2018 წლის 8 ოქტომბრიდან  (ორშაბათი - პარასკევი; 10-დან 18 სთ-მდე) მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მასზე არსებულ ინფორმაციას.

საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე:  577 50 11 25 ან 599 73 93 39.

მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.