ახალი ამბები
საქართველოს მოსამართლეთა XXII კონფერენცია გაიმართა იანვარი 20, 2018

2018 წლის 20 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა XXII კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 310 მოსამართლიდან, 268 მიიღო. ღონისძიებას არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.