ახალი ამბები
მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოსამართლე წევრები და სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია ივნისი 24, 2017

2017 წლის 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 299 მოსამართლიდან, 279 მიიღო.
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა, 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე (246 ხმა ) აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად კი - ირაკლი შენგელია ( 259 ხმა), ირაკლი ბონდარენკო ( 256 ხმა), დიმიტრი გვრიტიშვილი (268 ხმა) და ვასილ მშვენიერაძე (243 ხმა).
მოსამართლეთა კონფერენციაზე, ასევე, ფარული კენჭისყრით, 2/3-ის უმრავლესობით, არჩეულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ამირან ძაბუნიძე (251 ხმა), თეა ძიმისტარაშვილი (263 ხმა) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (247 ხმა).