ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია ივნისი 21, 2017

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ფარული კენჭისყრით - ნაზიბროლა ჯანეზაშვილი (108 ხმა), ირმა გელაშვილი (100 ხმა),  ლევან გზირიშვილი (93 ხმა) და  ზაზა ხარებავა (84 ხმა) აირჩია. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ოთხ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში პარლამენტისთვის 34 კანდიდატურა იყო შეთავაზებული, პარლამენტმა კი საკუთარი არჩევანი  33 კანდიდატურიდან გააკეთა.