ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი ივნისი 19, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი

ინფორმაცია ივნისი 19, 2017

ხვალ, 20 ივნისს 10:00 საათზე, გაიმართება კენჭისყრა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზოგიერთი სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშვნის საკითხი განიხილეს ივნისი 19, 2017

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატების და კოლეგიების შემადგენლობაში მოსამართლეების  ცვლიელებებისდა ასევე ზოგიერთ სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშნისსაკითხი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა  ირაკლი შენგელია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ მალხაზ ოქროპირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი  მარინე ცერცვაძე.

 

2017 წლის 19 ივნისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივნისი 19, 2017

2017 წლის 19 ივნისს 10:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი.