ახალი ამბები
საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მართლმსაჯულების საქმიანობასა და როლზე მაისი 8, 2017

 2017 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“  ნაჩვენები იქნა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 აპრილის  სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის გაშუქებისას წამყვანმა განაცხადა: „ნახეთ როგორ აპირებს სასამართლო საკუთარი მიზნებისათვის მედიის გამოყენებას და რა ფორმით ცდილობს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას.... სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო შორს მიდის,  მარტო ადამიანების დაშინება და გაჩუმება კი არ უნდათ, არამედ პარალელურად იმიჯის ამაღლება და მედიიდან მათი  საქებარი სიტყვების  მოსმენა. ამ მიზნის  მისაღწევად ისინი მზად არიან  პირდაპირ ითანამშრომლონ მედია საშუალებებთან. ამაში ფულიც კი ჩადონ და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია თვითონვე ჩაერიონ გადაცემების შინაარსობრივ  მხარეში, წინასწარ შეათანხმონ კითხვები და საკითხები, უკარნახონ და მიუთოთონ ჟურნალისტებს როგორ  უნდა გაშუქდეს სასამართლოს საქმიანობა...“ 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი მაისი 8, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 8 მაისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი