ახალი ამბები
სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა მაისი 23, 2017

2017 წლის 23 მაისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა საქართველოს უზენაესის სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემაც მიმართა.  სხდომას მოდერაცია დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის თავმჯდომარე, სლოვენიის იუსტიციის ყოფილიმა მინისტრმა, საერთაშორისო ექსპერტმა - ბატონმა ალეშ ზალარიმ გაუწია. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესაბამისი მიმართულებები.

2017 წლის 29 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მაისი 23, 2017

2017 წლის 29 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი.

ახალდანიშნული მოსამართლეები მოსამართლის ფიცს დადებენ მაისი 23, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის კენჭისყრის შედეგად არჩეული მოსამართლეები - გელოვანი ლევან, გოგიშვილი ლეილა, დობორჯგინიძე ვერა, კაპანაძე თამარ, მამულაშვილი ნინო და როხვაძე ციცინო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადებენ.