ახალი ამბები
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება სრულდება! მაისი 2, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასრულებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 3 მაისს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მაისი 2, 2017

გთავაზობთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის წერილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისადმი.

გულდასმით გავეცანი თქვენს პასუხს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ აქტუალური საკითხი დააყენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

ჯერ რამდენიმე განმარტებას გავაკეთებ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვან თემაზე საჯარო დისკუსიის დაწყებას, ირღვევა თუ არა ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, გვაქვს თუ არა ადეკვატური რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმები და საერთოდ, რამდენად სწორად არის გაგებული ჩვენში ამ თავისუფლების შინაარსი. ჟურნალისტთა გამონათქვამების ციტირებები მოყვანილი იქნა საილუსტრაციო და სააზროვნო მასალად და არა იმისათვის, რომ ეს განცხადებები დადაგენილი პროცედურებით განგეხილათ ან ვინმე დაგესაჯათ. ამ განცხადებებზე საჩივრების წარდგენის ვადა ისედაც გასულია და თუნდაც ამიტომ ვერ მოითხოვდა საბჭო ორდინალური პროცედურების მეშვეობით მათ განხილვას.  თუმცა, ისიც ცხადია, რომ ვადის გასვლა არსებითად არაფერს ცვლის, ის არც საკითხის სერიოზულობას ამცირებს და ვერც ამ თვალსაჩინო პრობლემას  ვერ გააუქმებს თავისთავად.  

მართა ლაბაძეს და სააგენტო for.ge-ს მაისი 2, 2017

გთავაზობთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის პასუხს საინფორმაციო სააგენტო for.ge-ზე გამოქვეყნებულ მართა ლაბაძის სტატიაზე.

ქ-ნო მართა, თქვენი სტატია, რომელიც საინფორმაციო საგენტო for.ge-ზე გამოაქვეყნეთ, შეიცავს მცდარ ინფორმაციას.  საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა იმის თქმა, რომ „ევა გოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას ითვალისწინებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯად ქმედებად გამოცხადებას მოითხოვენ“.

 საბჭო მოსამართლეთა კრიტიკის აკრძალვას არ მოითხოვს. ვერც მოითხოვს, რადგან სასამართლოს კრიტიკა დასაშვებია და ამდენი გვესმის. საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს კრიტიკა გაიმიჯნოს მოსამართლეთა ლანძღვის, შეურაცხყოფის, დამცირების, აბუჩად აგდების, დემონიზების, დაშინების, დაშანტაჟების, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის წაქეზებისა და სხვა მსგავსი ქმედებებისაგან. საბჭო მოითხოვს, რომ ყველამ დაიცვას სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ლანძღვა-გინება და მსგავსი ქმედებანი  - არა,  და ისინი სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს გარეთაა. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია.  ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც სტრასბურგის სასამართლო უკვე დიდი ხანია ამბობს. თუ ჩვენი არ გჯერათ, რომ ნამდვილად ამბობს, მაშინ გთხოვთ გაეცნოთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტებს, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას რომ შეეხება. ოღონდ ერთი რომელიმე კი არა, არამედ რამდენიმე მაინც, რათა უცდომელი დასკვნის გამოტანა შეძლოთ. კაცმა რომ თქვას, გევალებათ კიდეც რომ იცნობდეთ ამ პრეცედენტებს, რამდენადაც ისინი მედიის თავისუფლების სტანდარტებსაც ადგენს.  მათ რომ იცნობდეთ, მაშინ იქნებ ასე უცნაურად აღარ მოგეჩვენებოდათ ის იდეები და ტერმინოლოგია, რომელიც საბჭოს განცხადებაშია გადმოცემული და გამოყენებული.