ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ მჭედლიშვილის მიმართვა მაისი 10, 2017

პატივცემულო კოლეგებო,

მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში გამოცხადდა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი.

2017 წლის 31 მარტის სხდომაზე წარმოვადგინე ჩემი მოსაზრებები კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა იმ კანდიდატებთან მიმართებით, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. საბჭოს შევთავაზე, რომ პროცესის მიმართ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე კენჭისყრა ჩატარებულიყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიიღებდა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ალტერნატიულ ვერსიას, რომლის ვადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული წინადადება საბჭოს უმრავლესობის მიერ არ იქნა გაზიარებული.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა მაისი 10, 2017

2017 წლის 11 მაისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა.