ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა აპრილი 4, 2017

2017 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე,   საქართველოს   იუსტიციის   უმაღლესი   საბჭოს მდივანი, წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.