ახალი ამბები
მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა აპრილი 3, 2017
2017 წლის 1 აპრილს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 
 
მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობა სამოქალაქო-სამართლებრივ დავებს მოიცავს და მიზნად ისახავს მედიაციის პროგრამის იმპლემენტაციის გზით სასამართლოს განტვირთვის ხელშეწყობას.  
 
მემორანდუმს ხელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ცერცვაძემ მოაწერეს. შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა პირველი სამუშაო შეხვედრა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 
 
მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც მედიატორის დახმარებით მიმდინარეობს და მიმართულია მხარეებს შორის დავის მორიგების გზით გადაჭრისკენ.