ახალი ამბები
მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება აპრილი 27, 2017

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის, მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების სამდივნოსა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, 2017 წლის 28-29 აპრილს, 09:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება უკვე ტრადიციული, ყოველწლიური მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა  თბილისში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. ა/წ 28-29 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება მართლმსაჯულებისათვის ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება! აპრილი 27, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 1 მაისს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით