ახალი ამბები
2017 წლის 1 მაისს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აპრილი 26, 2017

2017 წლის 1 მაისს 10:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი.  

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება! აპრილი 26, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

გასაუბრება გაგრძელდება 2017 წლის 27 აპრილს. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშირებით 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება აპრილი 26, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება

გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე


მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება აპრილი 26, 2017

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის, მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაციების სამდივნოსა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ორგანიზებით, 2017 წლის 28-29 აპრილს,  თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება უკვე ტრადიციული, ყოველწლიური მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა  თბილისში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. ა/წ 28-29 აპრილის საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება მართლმსაჯულებისათვის ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.