ახალი ამბები
ინფორმაცია! აპრილი 10, 2017

2017 წლის 11 აპრილს  14:00 საათზე ჩატარდება გასაუბრება 3 წლის ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა უმთავრდებათ 2017 წლის 27 მაისს.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს აპრილი 10, 2017

2017 წლის 8 აპრილს, მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მეოცე რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 261 მოსამართლიდან 205-მა მიიღო.

მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გიორგი მიქაუტაძე (196 ხმა) და რევაზ ნადარაია აირჩიეს (195 ხმა).

ასევე, ფარული კენჭისყრით, არჩეულ იქნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი - მერაბ ლომიძე (197 ხმა).

კონფერენციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დამსწრე საზოგადოებას ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ პროექტი წარუდგინა.