ახალი ამბები
ინფორმაცია! დეკემბერი 4, 2017

2017 წლის 5 დეკემბერს დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ნაცვლად წინასწარ გამოქვეყნებული 15:00 საათისა დაიწყება 13:00 საათზე.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა დეკემბერი 4, 2017

სასამართლო სისტემის რეფორმის მე-4 ეტაპის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 3-4 დეკემბერს, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საქმეთა ნაკადის მართვა და საკანონმდებლო ცვლილებები; დისციპლინური სამართალწარმოება და პასუხისმგებლობის საფუძვლები. ორდღიანი ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ევროკავშირი, ევროსაბჭო, აშშ-ის საელჩო, USAID, PROLoG), ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.