ახალი ამბები
2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ოქტომბერი 4, 2017

2017 წლის 9 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა

იხილეთ დღის წესრიგი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უცხოელ ექსპერტებს შეხვდნენ ოქტომბერი 4, 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები რევაზ ნადარაია, ირაკლი შენგელია და შოთა ქადაგიძე ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ პროგრამის ექსპერტს, ფრანგ მოსამართლე ერიკ მინეგერს; პროგრამის მრჩეველს, ლატვიის უმაღლესი სკოლის დირექტორს სოლვიტა კალნინეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელს ანიკო ფარჯიანს შეხვდნენ.

იუსტიციის საბჭოს მდივანი სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტს შეხვდა ოქტომბერი 4, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი ვიქტორ სჩატერი და მედიაციის ექსპერტები ჯენიფერ ბრენდტი და დევიდ ვეისი ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მედიაციის პროგრამების განხორციელებას, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების საჭიროებას. სტუმრებმა ისაუბრეს, თუ როგორია მედიაციის დამკვიდრების პრაქტიკა  მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.