ახალი ამბები
34 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა ოქტომბერი 20, 2017

2017 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს  საბჭოს წერილობითი განცხადებით.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 2017 წლის 23 ოქტომბრიდან იწყება! ოქტომბერი 20, 2017

2017 წლის 23 ოქტომბრიდან მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა შეავსოს განაცხადი ელექტრონული ფორმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, მთავარი გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით. წინა კონკურსებზე დარეგისტრირებულმა მომხმარებლებმა უნდა ისარგებლონ უკვე არსებული ელექტრონული ფოსტის და პაროლის საშუალებით.

2017 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ოქტომბერი 20, 2017

2017 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი.

IV სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო ოქტომბერი 20, 2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გაგრძელების გამო IV სამუშაო ჯგუფის (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) შეხვედრა გადაიდო.

შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდება წინასწარ.

IV სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ოქტომბერი 20, 2017

2017 წლის 20 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი IV სამუშაო ჯგუფის (მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) შეხვედრა.

იხ. დღის წესრიგი.