ახალი ამბები
კონფერენცია - სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევებზე იანვარი 29, 2016

2016 წლის  2 თებერვალს 10:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე - „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნობიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ამასთან, გამოქვეყნდება საბჭოს მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისადმი.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

 

დამტკიცდა საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი იანვარი 29, 2016

გამოქვეყნებულია: 25/01/2016

2016 წლის  1თებერვალს, 12:00 საათზე მართლმსაჯულების სახლში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია. მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე. (იხილეთ დღის წესრიგი)