ახალი ამბები
კონკურსი! იანვარი 18, 2016

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის „გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსს.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

1. იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს.

2. მოქმედ მოსამართლეებს.

3. ყოფილ მოსამართლეებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ყოფილი მოსამართლეები, რომელთა უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 7 წელი.