ახალი ამბები
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება! დეკემბერი 4, 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

ორშაბათს, 7 დეკემბრს გაიმართება მესამე ჯგუფთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი დეკემბერი 4, 2015

დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის შეფასებაზე მიღებულ იქნა 6 საპრეტენზიო განაცხადი.

სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 2 საპრეტენზიო განაცხადიდან ორივე გამოსაცდელმა დააგროვა გამსვლელი ქულა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 4 განაცხადიდან - ორმა გამოსაცდელმა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდის შედეგები დეკემბერი 4, 2015

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე მონაწილეობა მიიღო 43 გამოსაცდელმა.

სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 20 გამოსაცდელიდან გამოცდა წარმატებით ჩააბარა 15-მა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 22 გამოსაცდელიდან გამოცდა წარმატებით ჩააბარა 16-მა, ხოლო საერთო სპეციალიზაციის 1 გამოსაცდელმა ნიკოლოზ გულუამ მიიღო 17 ქულა.