ახალი ამბები
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება დეკემბერი 3, 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

ხვალ 2015 წლის 4 დეკემბრს გაიმართება მეორე ჯგუფთან გასაუბრება.  გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადება დეკემბერი 3, 2015

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანშეწონილად მივიჩნევთ გავაკეთოთ განცხადება 2015 წლის 2 დეკემბერს ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ, ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულვებელყოფით გამოთქმულ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე მოქმედი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს სჭირდება შეხსენება, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რაც აშკარად სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებული  ფარგლებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ სამოქალაქო სექტორი სათანადო ყურადღებას მიაქცევს, როგორც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის პროცესების გამჭვირვალობას, ასევე შესაბამის შეფასებას მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ ზეწოლის მცდელობის მსგავს ფაქტებს.

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის განცხადება დეკემბერი 3, 2015

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსის თაობაზე გამოხატულ არაერთგვაროვან რეაქციებთან დაკავშირებით საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციას  მიზანშეწონილად მიაჩნია განაცხადოს შემდეგი: