ახალი ამბები
2015 წლის 14 დეკემბერს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა დეკემბერი 11, 2015

2015 წლის 14 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი თანდართული ფაილის სახით.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება დეკემბერი 11, 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრებას.

ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. გასაუბრების ინდივიდუალურ დროსთან დაკავშრებით კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

იხილეთ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი.

სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი გაიმართა დეკემბერი 11, 2015

2015 წლის 7-11 დეკემბერს ევროკავშირისა და  ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის  ,,აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებში,  სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგი“ -ის ფარგლებში სამი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები საქართველო უზენაესი სასამართლოში გაიმართა. სამუშაო შეხვედრებს ექვსი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია) წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ.

უკრაინის დელეგაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს შეხვდა დეკემბერი 11, 2015

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სასამართლო რეფორმის საკითხებზე რეგიონული დიალოგის შესახებ პროექტში მონაწილე უკრაინის დელეგაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.