
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2012 წლის 3 ივლისს, ნაცვლად 12 საათისა ჩატარდება 13 საათზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის კალენდარში ცვლილება გაუქმებულია და სხდომა ჩატარდება კალენდარის შესაბამისად 2012 წლის 3 ივლისს, 12 საათზე.

2012 წლის 25 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მე-9 ჯგუფი ჩაირიცხა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული 3 ახალი მოსამართლე: გელა ბადრიაშვილი, კახაბერ მაჭავარიანი და თამარ ხაჟომია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის კალენდარში შევიდა ცვლილება, 2012 წლის 3 ივლისის ნაცვლად სხდომა ჩატარდება 2012 წლის 10 ივლისს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გრძელდება მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის, „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“, მონაწილეთა ნამუშევრების მიღება.
დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო გასაუბრება მედიატორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პირებთან.

გორის რაიონული სასამართლოს სტაჟირების კომისია აცხადებს კონკურსს გორის რონულ სასამართლოში სტაჟიორთა მიღებაზე.
დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის 10 აპრილს, გამოცხადებული მედიისა და ხელოვნების დარგში პირველი კონკურსის „მოსამართლის ოქროს ჩაქუჩის“ შესარჩევი კომისიის პირველი შეკრება. დაზუსტდა ჟიურის შემადგენლობა და ცვლილებები შევიდა კონკურსის პირობებში. განცხადების შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 28 სექტემბერი.

2012 წლის 5 ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო სერთიფიკატების გაცემა იმ პირებზე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2012 წლის 5 მაისის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012 წლის 4 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაბეთის გაერთიანებული საემიროების, რას-ელ-ხაიმას (RAK) საემიროს დელეგაცია ეწვია, საემიროს მმართველი სასამართლოს და მართლმსაჯულების საბჭოს წარმომადგენლები.

2012 წლის 1 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კანდიდატთა შერჩევის ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია.