ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში ცვლილების პროექტი დაამტკიცა ივლისი 17, 2017

2017 წლის 17 ივლისის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეგლამენტში ცვლილების პროექტი. წარმოდგენილი ცვლილებით დარეგულირდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით გამწესებული იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს.  

რეგლამენტში ცვლილების შეტანა განაპირობა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2017 წლის 16 ივნისს განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლითაც დადგინდა თანამდებობაზე 3 წლის გამოსაცდელი ვადით დანიშნული იმ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესი, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს. ორგანულ კანონში ცვლილება კი, თავის მხრივ დაეფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სამუშაო შეხევედრა გამართა ივლისი 17, 2017

სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე და მისი აღსრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს, 15-16 ივლისს, ქობულეთში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე და დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - კრისტიან ურსემ.

2017 წლის 17 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივლისი 12, 2017

2017 წლის 17 ივლისს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი ივლისი 11, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი

2017 წლის 10 ივლისს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ივლისი 3, 2017

2017 წლის 10 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  სხდომა.

იხ. დღის წესრიგი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი ივლისი 3, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა ივლისი 3, 2017

დღეს, 3 ივლისს,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხიდან პირველ საკითხად განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურა წარადგინა. 

კანდიდატთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით  ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა ივლისი 3, 2017

დღეს, 3 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ.

სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები,  საქართველოს პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების,  საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა ივნისი 27, 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კაირათ მამი სტუმრობდა. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიის თავმჯდომარეებმა და  მოსამართლეებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორმხირივი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ყაზახი კოლეგები დაინტერესდნენ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის სპეციფიკით.

სტუმრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაფიც მსაჯულთა დარბაზი და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მოინახულეს.    

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა ჩატარდება ივნისი 27, 2017

2017 წლის 3 ივლისს 15:00 საათზე  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა ჩატარდება.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო ივნისი 26, 2017

2017 წლის 26 ივნისს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ყაზახეთის სამთავრობო და სასამართლო ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიხსნა სასამართლოსა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელსაც სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე,   ასევე უზენაესი  და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები. 

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოსამართლე წევრები და სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია ივნისი 24, 2017

2017 წლის 24 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა XXI რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 299 მოსამართლიდან, 279 მიიღო.
კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა, 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე (246 ხმა ) აირჩიეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად კი - ირაკლი შენგელია ( 259 ხმა), ირაკლი ბონდარენკო ( 256 ხმა), დიმიტრი გვრიტიშვილი (268 ხმა) და ვასილ მშვენიერაძე (243 ხმა).
მოსამართლეთა კონფერენციაზე, ასევე, ფარული კენჭისყრით, 2/3-ის უმრავლესობით, არჩეულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ამირან ძაბუნიძე (251 ხმა), თეა ძიმისტარაშვილი (263 ხმა) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (247 ხმა).