ახალი ამბები
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა ივნისი 17, 2019

წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.

გასაჩივრება საკვალიფიკაციო პალატაში ივნისი 10, 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 7 ივნისის 1/108 გადაწყვეტილებით, ზოგიერთ კანდიდატს უარი ეთქვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრაციაზე.

გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიმართვის მსურველ გამოსაცდელთა საყურადღებოდ ივნისი 9, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელებს, რომლებმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება აქვთ მიმართონ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს. შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში 10-11 ივნისს, 10:00-დან 17:00 საათამდე.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა ივნისი 8, 2019

80 გამოსაცდელიდან გამოცდა რვა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველები კანდიდატებად დაარეგისტრირა ივნისი 7, 2019

ვაქვეყნებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რეგისტრირებულ კანდიდატთა სიას და ავტობიოგრაფიებს

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ივნისი 7, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხვალ 8 ივნისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართება.

საერთო სასამართლოებში სტაჟირების ინსტიტუტის განვითარება - ევროპის საბჭოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა ივნისი 6, 2019

ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ექსპერტის მიერ სტაჟირების არსებული წესის გაუმჯობესების საკითხზე მომზადდა დოკუმენტი და რეკომენდაციები, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია ივნისი 1, 2019

განცხადებების მიღება ელექტრონულად  11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა მაისი 31, 2019

ახლადგამწესებულმა სამმა მოსამართლემ - ლელა ჭინჭარაულმა, ალექსანდრე ლომიძემ და ფატი ფურცხვანიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს.

31 მაისს 15:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება მაისი 29, 2019

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.