ახალი ამბები
2018 წლის 16 აპრილს გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აპრილი 13, 2018

2018 წლის 16 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი.

საჯარო კონფერენცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ აპრილი 4, 2018

2018 წლის 4 აპრილს, საქართველოს იუსტიციის საბჭომ და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა უმასპინძლეს საჯარო კონფერენციას თემაზე „მოსამართლეთა დამოუკიდებლობის სტანდარტები აშშ-სა და საქართველოში“, რომელიც გაიმართა  პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

III სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აპრილი 3, 2018

2018 წლის 04 აპრილს 12:00 საათზე გაიმართება 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით შექმნილი III სამუშაო ჯგუფის (ხარისხიანი მართლმსაჯულებისა და პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა) შეხვედრა.

მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრო აპრილი 3, 2018

2018 წლის 2 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ელისონ ქეი დანქენი დაესწრო.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვევა მარტი 30, 2018

2018 წლის 2 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ელისონ ქეი დანქენი დაესწრება.

2018 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მარტი 30, 2018

2018 წლის 2 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი.

საქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა მარტი 24, 2018

2018 წლის 24 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ოცდამესამე  რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 310-დან  276-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა.

2018 წლის 26 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მარტი 23, 2018

2018 წლის 26 მარტს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია მარტი 23, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დემოკრატიის საკითხებზე (GR-DEM) ევროპის საბჭოში ლიტვის, ბელგიის, გერმანიის, უნგრეთის, ლატვიის, ნორვეგიის, შვედეთის და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლების შემადგენლობით. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და წევრებმა უმასპინძლეს.  

7 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა მარტი 23, 2018

2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ თანამდებობაზე 3 წლის ვადით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტის შესაბამისად.

ანონსი მარტი 23, 2018

2018 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა №19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია.

ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ მარტი 22, 2018

2018 წლის 23 მარტს 10 საათზე გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების მიზნით, რომლებიც 2015 წლის 1 მაისიდან გამწესდნენ  თანამდებობაზე 3 წლის  ვადით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4(1) პუნქტის შესაბამისად.