ახალი ამბები
ლატვიის დელეგაციის ვიზიტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სექტემბერი 21, 2017

21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლატვიის რესპუბლიკის დელეგაცია, რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ჯინტარს რასნაკის ხელმძღვანელობით ესტუმრა.

უზენაეს სასამართლოს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის შეფასების მისია ეწვია სექტემბერი 20, 2017

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი  სასამართლოსა და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში  საქართველოს წარმომადგენლის  მოწვევით, ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში, თბილისს ეწვია მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) შეფასების მისია,  კომისიის პრეზიდენტის გეორგ სტავას ხელმძღვანელობით.

2017 წლის 25 სექტემბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სექტემბერი 20, 2017

2017 წლის 25 სექტემბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი სექტემბერი 18, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი

2017 წლის 18 სექტემბერს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სექტემბერი 13, 2017

2017 წლის 18 სექტემბერს 11 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხილეთ დღის წესრიგი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი სექტემბერი 11, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 სექტემბრის სხდომის ოქმის ვიდეო ჩანაწერი

2017 წლის 11 სექტემბერს გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სექტემბერი 5, 2017

2017 წლის 11 სექტემბერს 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

განცხადება აგვისტო 7, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება მედია საშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა - ლევან მურუსიძემ არამიზნობრივად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და 2017 წელს „პირადი კომფორტისათვის“ კვლავ შეიძინა ახალი მანქანა.

 აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 2 მაისს გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერით #SPA170006364  შეძენილი ავტომობილი (2016 წლის  Hyundai Tucson) დროებით სარგებლობაში გადაეცა არა ლევან მურუსიძეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრს. შეგახსენებთ, რომ  საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტური იყო ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შესაბამისად,  ამ დრომდე  არ არსებობდა ავტომობილის შეძენის საჭიროება.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული მდივანი გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს 2013 წელს შეძენილი ავტომობილით, ხოლო, ლევან მურუსიძეს -აღარ ემსახურება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა აგვისტო 3, 2017

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში კომერციული დავების სპეციალიზაციის  შექმნის საკითხზე პრესკონფერენცია გამართა.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისმოდა ბიზნესმენების და ინვესტორების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძვირადღირებული კომერციული დავების განხილვა შეფერხებებით მიმდინარეობდა. ამ პრობლემის  გადასაჭრელად 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/92-2006 გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე აგვისტო 3, 2017

ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კატეგორიაიურიდიული
გააქტიურების თარიღი: 2017 წლის 25 ივლისი
განცხადების ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით
ადგილების რაოდენობა2
შერჩევის კრიტერიუმები: საქართველოს მხრიდან  წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:

  • კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია;
  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
  • კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით;
  • არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას;
  • წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება).
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები სექტემბერში განახლდება აგვისტო 1, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები სექტემბერში განახლდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების საკითხი განიხილეს აგვისტო 1, 2017

2017 წლის 31 ივლისს,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის/უფლებამოსილების დაკისრების საკითხი განიხილეს.

კანდიდატებთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ლერი თედორაძეს, ხოლო ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება როინ კახიძეს დააკისრეს. საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული პირები 2017 წლის 1 აგვისტოდან შეუდგებიან სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას.