პრეს-რელიზი
თებერვალი 22, 2016

2016 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (12 მომხრე, ერთი წინააღმდეგი) მიიღო გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მამუკა ახვლედიანი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

ამავე სხდომაზე დასახელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმდჯომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძეს.