პაატა ნოზაძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1963 წლის 21 მარტს ქ.გორში.

განათლება:

1979 წელს დაამთავრა ქ. გორის N6 საშუალო რუსული სკოლა.

1986 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

1986-1987 წლებში მუშობდა ქ. გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.

1987-1990 წლებში მუშაობდა ქ. გორის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლის თანაშემწედ.

1993-1998 წლებში მუშაობდა სს „ივერთბანკში“ იურისტად.

1999-2005 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

2005-2009 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2009-2015 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ მომსახურეობას.

2016 წლის თებერვლიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.