ლეჟავა პაატა

დაიბადა 1972 წლის 15 ოქტომბერს. ქ. თბილისში.

1978_1989 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის #162-ე საშუალო სკოლაში.

1989_1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეზე.

1993_1994 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბიის უნივერსიტეტში.

1996_2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2001_2003 წლებში მუშაობდა ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში” იურისტად.

სხვადასხვა წლებში იყო რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში მუწვეული ექსპერტი.

2004 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 19 თებერვლის #5716-რს დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ.

2008 წლის 19 თებერვლიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.