ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მის.: ქ. ოზურგეთი, სიორიძის ქ. 14

ტელ.: 0 (496) 27 38 25; 27 45 54 (fax)


ოზურგეთის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2009 წლის 10 სექტემბრიდან.
სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.


ოზურგეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში 5 მოსამართლეა, აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ჩოხატაურის და 1-ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.

მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 22 საშტატო ერთეულით.