მოსამართლეობის შესარჩევი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა კონკურსები დასრულდა
ნოემბერი 30, 2010

2010 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შეჯამდა როგორც მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კონკურსის შედეგები.

2010 წლის 1 დეკემბრიდან საერთო სასამართლოების სისტემას კიდევ ერთი ახალი მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი შეემატება. ქეთევანი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია, მან სკოლა 2008 წელს დაამთავრა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში კი მსმენელთა უკვე მე-6 ჯგუფი დაკომპლექტდა. 2010 წლის დეკემბრიდან სკოლაში სწავლას 10 მსმენელი შეუდგება, ესენი არიან: გელა ბადრიაშვილი, ეკატერინე ბიწაძე, ანა გოგიშვილი, არსენა კალატოზიშვილი, მადონა მაისურაძე, გენადი მაკარიძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ნარიმანიშვილი, მარიკა ჩიტაშვილი და თამარ ხაჟომია.

ხვალ, 2010 წლის 1 დეკემბერს 12 საათზე, ახლადდანიშნული მოსამართლე ფიცს დადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები შეხვდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს.