2010 წლის 23 ოქტომბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი
ოქტომბერი 26, 2010

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგი სულ 23-მა გამოსაცდელმა გაასაჩივრა. მათ განცხადებით მიმართეს საპრეტენზიო კომისიას და მოითხოვეს გასაჩივრებული ტესტებისა და პასუხების სისწორის გადამოწმება. 23 საპრეტენზიო განცხადებიდან: 13 - გასაჩივრებული იყო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 6 - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 4 - საერთო სპეციალიზაციით.

განცხადებების განხილვის შემდეგ გამსვლელი ქულა დააგროვა 8 გამოსაცდელმა: 6-მა სისხლის სამართლის და 2-მა საერთო სპეციალიზაციით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2010 წლის 30 ოქტომბერს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 46 გამოსაცდელი, რაც გამოცდაზე მონაწილეთა 28%-ს წარმოადგენს.

განცხადებების განხილვის შედეგი.