საერთო სასამართლოების სისტემაში ხუთი მოსამართლე დაინიშნა
აგვისტო 6, 2010

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 4 ახალი მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოში; მაია გიგაური - რუსთავის საქალაქო სასამართლოში; შალვა კაკაურიძე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში; ხოლო თამარ ონიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.

მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შედეგად კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა გელა ქირია.

დღესვე ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს. მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას უკვე მომდევნო კვირიდან შეუდგებიან.