2009 წლის 5 დეკემბრის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერითი გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები
დეკემბერი 9, 2009 დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვა. გამოცდაჩაბარებულ პირთა რაოდენობა მხოლოდ საერთო და სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციაში შეიცვალა. საერთო სპეციალიზაციით ერთმა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტარციული სამართლის სპეციალიზაციით 3-მა გამოსაცდელმა დააგროვა 15 ქულა.

საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგი.

2009 წლის 5 დეკემბრის მოსამართლოების საკვალიფიკაციო გამოცდა, დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით, საერთო სპეციალიზაციით 3-მა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით 10-მა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 18-მა პირმა ჩააბარა.

გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატები 2009 წლის 15 დეკემბერს გაიცემა.