ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს
ოქტომბერი 31, 2009
 2009 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ოთხმა მოსამართლემ: ხათუნა ნადიბაიძემ, გიორგი ქაშაკაშვილმა, გოჩა აბუსერიძემ და შორენა ყავლაშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლის ფიცს დადეს.

ახლადდანიშნულმა მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევი კონკურსის გავლის შემდეგ 14-თვიანი სწავლების კურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარეს და გამოცდების წარმატებით დამთავრების შემდეგ მოსამართლეებად დაინიშნენ. ოთხივე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას.

მოსამართლის ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.